საიტის მომსახურეობის წესები
საიტის მომსახურეობის წესები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და www.kobeoff.com “-ს (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ www.kobeoff.com ვებ-გვერდის გამოყენებას. www.kobeoff.com პლატფორმა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც www.kobeoff.com პლატფორმა. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
ვინაიდან მომხმარებელს სურს www.kobeoff.com -ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე გახსნას პირადი ანგარიში ან ანგარიშის გახსნის გარეშე ისარგებლოს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით და www.kobeoff.com -ს მიზანია გაუწიოს მომხმარებელს ამგვარი მომსახურება, კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, კომპანიის შემოთავაზებული მომსახურებებით სარგებლობა, მომსახურების ღირებულების ანაზღაურება და ანგარიშის დახურვა.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს www.kobeoff.com პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. www.kobeoff.com ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების განხორციელების შემდეგ ვებ-გვერდის პირველივე გამოყენებისთანავე თქვენ გამოგიჩნდებათ წესები და პირობების განახლებული ვერსია. ვებ-გვერდით ან/და კომპანიის მომსახურებით შემდგომი სარგებლობისთვის, თქვენ სავალდებულო წესით უნდა გაეცნოთ განახლებულ პირობებს და დაადასტუროთ მასზე თანხმობა. www.kobeoff.com -ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით www.kobeoff.com -ის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკას.
!!! კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.
2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
2.1 ანგარიში - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
2.2 ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
2.3 გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში ან ვებ-გვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;
2.4 ვებ-გვერდი - ნიშნავს www.kobeoff.com , რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისების შეკვეთა და მიღება;
2.5 კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს www.kobeoff.com , რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.6 მომხმარებელი - ნიშნავს ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს ან არარეგისტრირებულ პირს, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით; წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, მომხმარებელი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე.
2.7 მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
2.8 პლატფორმა - www.kobeoff.com -ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს www.kobeoff.com -ს ვებ-გვერდს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს;
2.9 საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2.10 ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
2.11 უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ www.kobeoff.com -ს თვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (მათ შორის, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში/რეგისტრაციის გარეშე, კომპანიისთვის მიწოდებული ამგვარი მონაცემები, რომლითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური პროდუქტის არხებით;
2.12 წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;
2.13 ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
3. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
3.1 მომხმარებელი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს
კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს.
3.2 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც
შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევას,
მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
3.3 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული
პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.
3.4 გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული,
ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ
იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი
მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის,
მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების
ობიექტს შპს „სეილს ეიჯენსი “ -ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად
აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა
არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
3.5 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის
უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით
ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული
ვალდებულებები;
3.6 გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
3.7 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
3.8 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის
კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის
კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ
რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით
ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
3.9 პირადი ანგარიშის გახსნისას ან/და მომსახურებით სარგებლობისას და
ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და
ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო
კანონმდებლობასთან.
3.10 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული www.kobeoff.com ან/და
ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის
გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და
შესასრულებლად, მის მიერ „KobeOFF“-სთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის
ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
3.11 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით
ნაკისრ ვალდებულებებს;
3.12 თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების
შეწყვეტამდე, www.kobeoff.com მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს
მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ
შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
3.13 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ
გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის
აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
3.14 კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა,
გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების
პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით
გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა
საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით
გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და
მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
3.15 მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
3.18.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად
პროგრამულ კოდზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება
საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად,
ექვემდებარება დაცვას;
3.18.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია
ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
3.18.3 კომპანიის ვებ-გვერდის მომსახურება გარკვეულ შემთხვევებში მოიცავს
მომხმარებლის დაკავშირებას მესამე მხარეებთან, რომლებსაც შეუძლიათ უძრავი
ქონების ან მომსახურების შემოთავაზება. ჩვენ არ ვიღებთ არანაირ
ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ნამდვილობაზე ან გაყიდვისუნარიანობაზე ან
სხვა იურიდიული ან საკუთრების სტატუსის ნამდვილობაზე, ან პროდუქციის ან
მომსახურების რაიმე მახასიათებლებზე, რომელიც შემოთავაზებულია თქვენთვის.
იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას,
ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების
მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები
შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელთათვის. ასეთი
ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული
მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების
დადასტურებას ან პასუხისმგებლობას, ან რაიმე სხვა ვებ-გვერდებზე, რომლებიც
დაკავშირებულია და ჩვენ პირდაპირ/აშკარად ვაცხადებთ ასეთი მოწონების ან
წარმომადგენლობის შესახებ. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და
ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან
ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან / და საიტების შინაარსის,
გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი
მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის
გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო
ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი
მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან.
შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და
არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული
ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის,
შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის,
ხარისხის ან დროულობის თაობაზე.
4. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა - რეგისტრაცია
4.1 კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი კომპანიის
ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში მისი პირადი ან კომპანიის მონაცემების
რეგისტრაციის საფუძველზე ხსნის პირად ანგარიშს. რეგისტრაციის პროცესში
მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე პირობებზე და
კომპანიის კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პირობებზე.
4.2 მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი
ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირს.
4.3 მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით
განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი
სახელითა და მითითებით ანხორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე,
იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს
დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის
პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას
დამდგარ ზიანზე.
4.4 მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ
დაუკავშირდეს კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ
კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი
ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები
იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული
ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს
შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე
გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან
დაკავშირებით.
4.5 პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა,
რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს,
რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის
ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა
მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების
დარღვევის შედეგად;
4.6 მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული
ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. www.kobeoff.com არ იქნება
პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით
გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს
მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან
დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
5.1 მომხმარებლის სახელი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო,
მომხმარებლის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია.
5.2 პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური პროდუქტის მისაღებად ავტორიზაციის
განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი
თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში
რეგისტრაციისთანავე, კომპანიის მიერ შერჩეული დისტანციური პროდუქტის
არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით.
5.3 მომხმარებლის პირადი ნომერი (არასავალდებულო პარამეტრი, თუ კონკრეტული
მომსახურებისთვის სხვაგვარად არ არის დადგენილი);
5.4 მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის
მისამართი, რომელზეც კლიენტი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური
მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის
კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული
დისტანციური პროდუქტის მისაღებად კლიენტს შესაძლოა განესაზღვროს
ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის
გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება)
ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური
პროდუქტის არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება
ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
5.5 მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი;
6.6.1 მომხარებელს მომსახურეობის საკომისო უბრუნდება მხოლოდ იმ შეთხვევაში
თუ მოსახურე პირს შეემთხვევა უბედური შემთხვევა რაც დადასტურებული იქნება
შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით და წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს
საავადმყოფოდან გამოწერიდან 72 საათის განმავლობაში.
6.6.2 თუ მომხარებლის მიერ გაყიდვის , დაგირავების ან პორტირების მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ (მაილი ან მოკლეტექსტური შეტყობინების სახით "SMS", KobeOff მა ამ მოთხოვნაზე განცხადება განათავსა სოციალურ ქსელში ან საბანკო სექტორში და მომხარებელმა გადაიფიქრა ან და გააქუმა მომხარებელი KobeOFF - ის მიმართ ვალდებუია გადაიხადოს სრული შეთანხმებული მომსახურეობის საკომისიო.
6.6.3 თუ მომხარებლი KobeOFF - თან პირობებზე შეთანხების შემდეგ მყიდველის , გამსესხებელის ან და მპორიტრბლის პოვნის შემდეგ მომხარებელმა გადაიფიქრა და სურს განცხადების გაუქმება ამ შემთხვევაში KobeOFF - ს მომსახურეობა ჩაითვება ჩათვლილად და მოხარებელი ვალდებულია აანაზღაუროს სრული შეთანხმებული საკომოსიო.
6.6.4 თუ მომხარებელმა KobeoFF - თან პირობებზე შეთნამხების შემდეგ მყიდველს შესთავაზა განსხვავებული ფასი ( უფრო მაღალი ვიდრე შეთანხმებულია KobeoFF - თან) KobeoFF - ს მომსახურეობა ჩაეთველბა გაწეულად და მომხარებელი ვალდებულია აანაზღაუროს წინასწარი შეთანხმებული საკომისიო.
6.6.5 თუ მომხარებელმა KobeoFF - თან პირობებზე შეთნამხების შემდეგ მყიდველს (თანახმა შესყიდვაზე რაც დასტურდება წერილობით ) მაგრამ გამყიდველის მხირდან რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორის გამო , მოხდა საბოლოო შეთანხმებამდე ვერ მიღწევა KobeoFF - ს მომსახურეობა ჩაეთველბა გაწეულად და მომხარებელი ვალდებულია აანაზღაუროს წინასწარი შეთანხმებული საკომისიო.
7. ავტორიზაცია
7.1 ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის ან/და
აპლიკაციის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
7.2 ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების
საშუალებით.
7.3 აპლიკაციით ავტორიზაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარ
მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook,
google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი
სოციალური ქსელის ანგარიში, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის
შემთხვევაში.
7.3.1 შეკვეთის მიღებიდან მის დასრულებამდე ან გაუქმებდე გამყიდველი უფლებამოსილია გამოითოხოვს KobeoFF - ის მიერ განკარგული თანხები რეკლამაში , ნახოს 1 კლიკის საფასური როგორ Facebook ზე ასევე Google+ ის ნებისმერ სერვისზე , გამოითხოვოს ტეგები და ნახოს აუდიტორიის ასაკი რომელზედაც ახდენს რეკლამირებას KobeoFF - ის პიარ სამსახური , საჭიროების შემთხვევაში მომსახურეობის გაწევის განმავლობაში აქვს უფლება დაუკავშრიდეს პირადად პიარ სამსახურის წარომადგენელს (irakli@kobeoff.com ან +995 595 44 33 00 ) და მოახდინოს უშვალო კომუნიკაცია ნებისმერ საკითხზე სარეკლამო მიმართულებით სამუშაო საათებში რაც განთავსებულია www.kobeoff.com ზე
7.4 ვერიფიცირებული მომხარებლის ექაუნთის დექატივაციისათვის აუცილებელია
წერილობითი შეტყობინება info@kobeoff.com -ზე .
7.5 მყიდველისთვის ან და გამყიდველისთვის ხელშკრულების დამზადების საფასური შეადგენს
ფიქსირებულ 500 ლარს.
7.6 საბოლოო გაფორმებული ხელმოწერილი ხელშკრულების დაბრუნება უნდა განხორციელდეს
სველი ხელმოწერით ჩვენს ფაქტობრივ მისამართზე ან ჩვენ ოფიციალურ მეილებზე
sales@kobeoff.com ან info@kobeoff.com ზე სხვა შემთხვევაში KobeOFF შეკვეთის
მიღებას იხელმძღვანელებს საიტის წესებითა და პირველადი ხელშეკრულებით რომელიც განთავსებულია www.kobeoff.com -ზე და ავტომატურად ეთანხმება მომხარებელი მას.
8. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა
მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
8.2 ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და
ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ
არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან
რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს
მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ
ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის,
ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან
შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და
მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული
შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
8.3 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე
სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი
დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით
დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების
გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე,
ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის
მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის
შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის.
8.4 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე,
სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და
ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს
მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის
პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც
გადამისამართდებით ვებ-გვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
8.5 თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან
მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის
შემთხვევაში.
8.6 თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც
ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან ვებგვერდს, არ
იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების
ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან
დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა
მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული
გარემოების შემთხვევაში:
8.6.1 კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ
შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი
დანაკარგი არ ანაზღაურდება;
8.6.2 თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის
გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება.
თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და
დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული
ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ
შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან
აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
ვინაიდან კომპანია არის მხოლოდ მხარდამჭერი ის არ აგებს პასუხს
მომხმარებლებს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის, არ აგებს პასუხს:
8.7 მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების
სიზუსტეზე, მათ შორის მესამე პირების მონაცემების მიწოდებასა და მათ
სიზუსტეზე;
8.8 მომხმარებლებს შორის შემდგომი კომუნიკაციის დამყარებაზე ან/და მის
შედეგებზე;
8.9 მომხმარებლებს შორის დადებული ხელშეკრულების ჯეროვან, მათ შორის დროულ,
სწორ თანმიმდევრულ შესრულებასა და მის შედეგებზე;
8.10 მომხმარებლის ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე, თუ
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი არსებობა;
8.11 მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
8.12 კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის,
ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც
გამომდინარეობს მომხმარებლებს შორის არსებული გარიგებიდან;
8.13 მომხმარებლისთვის დაუშვებელია კომპანიის წარმომადგენელთან კერძოდ :
პროექტის ხელმძღვანელთან არასამუშაო საათებში დაკავშირება პირად ან
სამსხურის მობილურის ნომერზე ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში საიტის
ადმინისტრაცია უფლებამოსილებას იტოვებს შეწყვიტოს , მიმდინარე ან მომავალში
მისაღები შეკვეთა და გააქუმოს მომხარებლის პირადი პროფილი KobeOFF - ს
სისტემაში.
9. კორპორატიული გაყიდვები
9.1 კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბილეთების კორპორატიული შესყიდვის
მომსახურებას იმ პირობით, რომ ამგვარი შესყიდვა დაშვებულია ღონისძიების
ორგანიზატორის მიერ.
9.2 კორპორატიული გაყიდვების შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი არ არის დღგ-ს
გადამხდელი, მომხმარებლის მიერ ბილეთების ინვოისის საშუალებით შეძენისას,
ბილეთების ღირებულებას ემატება 18%, რაც ასახული იქნება შესაბამის
ინვოისში.
9.3 კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, ბიზნეს ბარათით ბილეთების შეძენისას,
შეძენის შემდეგ გასცეს ინვოისი ან/და ანგარიშფაქტურა. აღნიშნულ
შემთხვევაში, კომპანია გასცეს ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ოფიციალურ
წერილს, რომელშიც დაფიქსირდება ბილეთებში გადახდილი თანხის ოდენობა და
ბილეთების შეძენის თარიღი.
9.4 კორპორატიული შესყიდვის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია
კომპანიას დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@Kobeoff.com
და მიაწოდოს შემდეგი მონაცემები: სასურველი ღონისძიების დასახელება, რიგები
და ადგილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ბილეთების რაოდენობა და
კატეგორია, ასევე კომპანიის რეკვიზიტები ან იმ ფიზიკური პირის მონაცემები,
რომლის სახელზეც კომპანია გამოწერს ინვოისს ან/და ანგარიშფაქტურას.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
10.1 ხელშეკრულება ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის
რეგისტრაციის გაუქმებამდე ხოლო მოთოხვნა უნდს იყოს დაფიქსირებული info@kobeoff.com - ზე.
10.2 თუ მომხარებელმა შეათანხმა KobeOFF ის სისტემაში საფასური და მოახდინა
მისი გაყიდვა ჩვენი დახმარების გარეშე მომხარებელი ვალდებულია გადაიხადოს
შეთანხმებული საზღაურის 30%
10.3 სიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გააუქმოს ნებისმერი შეკვეთა
ნებისმერ დროს, ამ შემთხვევაში მომხარებელს უბრუდებაა მოკლე ტექსური
შეტყობინებით (სმს) ან მაილზე მისული , თანხის დაბრუნება უკან არ
ხორციელდება.
10.4 სიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გააუქმოს ნებისმერი შეკვეთა ნებისმერ დროს, ამ შემთხვევაში მომხარებელს უბრუდებაა მოკლე ტექსური შეტყობინებით (სმს) ან მაილზე მისული თანხის ოდენობა 3 სამუშაო დღის განმავლობაში განსაკუთრებულ შემთხვევაში საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს თანხის დაბრუნება განახორციელოს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
11.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
11.2 მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;
11.3 ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი
დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
12. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები
12.1 კომპანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვასა და
დამუშავებას უზრუნველყოფს კომპანიის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა
და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე
წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და რომელზეც მომხმარებელი
კომპანიის მომსახურებ(ებ)ით სარგებლობის მიზნით, სავალდებულო წესით
განაცხადებს თანხმობას.
12.2 კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური
ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის
გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი
არ არის დაშიფრული, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ
თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების
დროს.
13. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
13.1 წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს.
ცვლილებები განხორციელებულ იქნება კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის
წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში ცვლილების განხორციელების
შემთხვევაში, მომხმარებელმა პროდუქტის შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად
ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი ცვლილებისას
მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა კომპანიის
ნებისმიერი არხით სარგებლობისას.
14. ერთიანი ხელშეკრულება
14.1 წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის
დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან
შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს
ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ
რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ
განცხადებებსა და გარანტიებს.
15. გარდამავალი დებულებები
15.1 წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ
მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და
ინტერპრეტაციაზე;
15.2 მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია www.kobeoff.com
მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს
შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან
განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
15.3 თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე
მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი
ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას
პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
15.4 კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების
ტექსტში;
15.5 მომხმარებელი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის
უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს
ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
15.6 იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით;