მთავარი - სიახლეები
სიახლეები
04/01
Black Sea Arena 2018 სეზონი შესაძლოა ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნას
ლეგენდარულმა იტალიელმა კომპოზიტორმა ენიო მორიკონემ შესაძლოა Black Sea Arena-ს 2018 წლის სეზონი 19 მაისს გახსნას.
საღამო „Check in Georgia“-ს ფარგლებში გაიმართება. მოლაპარაკებები საპროდიუსერო ჯგუფთან და Ennio Morricone-ის მენეჯერთან ფინალურ ეტაპზეა.
„რამდენიმე დღეში გვექნება ყველა დეტალი, რომელიც სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფაქტია, რომ ასეთი დიდებული მუსიკოსის ჩამოსვლა, რომელიც ხშირად არ ატარებს გასტროლებს მთელს მსოფლიოში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის“, - განაცხადა Black Sea Arena-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა.