• 595 44 33 00
  • sales@kobeoff.com
  • 10:30 - 17:30 ორშაბათი - პარასკევი
  • თბილისი , სულხან ცინცაძის N9
მთავარი - მომსახურება

მომსახურება

პორტირება

თუ ჩვენს ბლოგებს თვალს ადევნებთ, უკვე გეცოდინებათ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის აღების დროს მაქსიმალური სარგებელის მისაღებად.
თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი მაღალკონკურენტულია, სასესხო პროდუქტების პირობები ბაზარზე ძალიან სწრაფად და ხშირად იცვლება, დაკვირვებულ მომხმარებელს შეუძლია ყოველთვის მოგებული დარჩეს სწორი სტრატეგიის შერჩევით. დღეს ჩვენ განვიხილავთ მოქმედი სესხის გადატანას ერთი საფინანსო ორგანიზაციიდან მეორეში, რასაც სესხის პორტირებას ეწოდება.
სესხის პორტირება მომხმარებლისათვის მომგებიანი იმ შემთხვევაშია, როცა ადამიანს სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციიდან აქვს აღებული სხვადასხვა ტიპის სესხი და შესაბამისად ყოველთვიურად უწევს ფიქრი იმაზე, რომ სადმე არ გამორჩეს გადახდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასე დაყოფილი სესხები ყოველთვის უფრო წამგებიანია მომხარებლისათვის. ვიდრე ერთი, გაერთიანებული სესხი ერთი ყოველთვიური გადასახდელი თანხით. სწორად ამის გამო, პირველი და უმთავრესი რეკომენდაცია სესხების პორტირებისთვის არის სესხების გაერთიანება ერთი საფინანსო ორგანიზაციიდან აღებულ სესხში. ასეთ დროს, როგორც წესი, თქვენი საშუალო შეწონილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალი გამოდის, თქვენი ყოველთვიური გადასახადიც დაიწევს და მთლიანობაში სესხის მართვა გაცილებით მარტივი იქნება თქვენთვის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მუდმივად გაგიკონტროლებთ საკრედიტო შეთავაზებებს, შევადარებთ სხვადასვა საფინანსო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული პირობები თქვენი არსებული სესხის პირობებს და უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, აუცილებლად დაგაკავშირებთ შესაბამის საფინანსო ორგანიზაციას დეტალურად მოგაწვდით პირობების მოვარგებთ თვენს კონკრეტული სიტუაციას . სესხის პორტირებისას, თქვენ შეგიძლიათ დაიმატოთ სესხის თანხა ან მნიშვნელოვნად შეამციროთ თქვენი ყოველთვიური გადასახადი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ როდესაც არსებული სესხის რეფინანსირება ხდება სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან გაცემული სესხის თანხით, ასეთ დროს თქვენი მიმდინარე სესხის მომსახურე საფინანსო ორგანიზაცია გადაგახდევინებთ სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის მიხედვით, არ შეიძლება იყოს სესხის დარჩენილი ძირის მაქსიმუმ 2%-ზე მეტი. აღნიშნული ხარჯის კომპენსაციის მიზნით, შესაძებელია, საფინანსო ორგანიზაცია სადაც ხდება თქვენი არსებული სესხის პორტირება, დავაკებინოთ ან გინულულებინოთ სესხის გაცემის საკომისიოს, უძრავი ქონების და იპოთეკების შემთხვევაში, გავანულებინოთ რეგისტრაციის ხარჯი და ა.შ. შესაბამისად აუცილებლად გავიაროთ თქვენს საკრედიტო ექსპერტებთან ამ შეღავათების შესახებ, იქამდე სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ სესხის პორტირების თაობაზე.
საბოლოოდ, სესხოს აღებისას, ყველა დეტალი ყურადღებამისაქცევია, განსაკუთრებით კი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სესხის გაცემისა და წინსწრებით დაფარვის საკომისიოები, სესხის ვადა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხა.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩვენი გუნდი სესხის პორტირებისას თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს.

სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტების დახმარებით,  მხოლოდ თქვენზე მორგებულ პირობებს შემოვათავაზებინებთ და რაც მთავარია, საუკეთესო საპროცენტო განაკვეთში.

 

 

გაქვთ შეკითხვები? დაგვიკავშირდით!